სიახლე 

შვედეთის დელეგაცია სტუმრად ფოთში

ქალაქ ფოთს შვედეთის დელეგაცია სტუმრობს. ჯესიკა ჰელმეფორსი, მინა აბდოლაჰი,
ევა ანდერსონი და სუზან ვოლსტრანდი, ქალაქ ოსტამარის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამოქალაქო სამსახურების წარმომადგენლები არიან. ისინი ფოთში ორწლიანი ერთობლივი პროექტის განხორციელებას გეგმავენ: „სოციალური ინკლუზია-მუნიციპალური სერვისების განვითარება ხანდაზმულებისა , შშმ ბავშვებისა და მოზარდებისათვის“. რომლის ფარგლებში
მოხდება ხანდაზმულთა დღის ცენტრის დაარსება ფოთში და ადგილობრივი სოც. მუშაკების დატრენინგება როგორც ადგილზე, ასევე შვედეთში ქალაქ ოსტამარში.
მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სამოქალაქო აქტივისტების და ახალგაზრდული საბჭოს ჩართვა სამოქალაქო დიალოგში , რითაც გამოიკვეთება ხანდაზმულთა დღის ცენტრის შინაარსი და მათი ჩარულობა .
შვედეთის დელეგაციას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
ფოთისა და ოსტამარის დამეგობრება 11 წლის წინ მოხდა. ამ დროის განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც ქალაქებს შორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა ჩამოყალიბდა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოხდა ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და უცხოელი პარტნიორების მხრიდან წარმოდგენილი პროექტის განხილვა

მსგავსი სტატიები