სიახლე 

ფოთელი პოლიტიკოსები გიორგი გაბუნიას მონოლოგს აფასებენ 08 07 19


ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ფოთში, მოქმედი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა შეფასებები გააკეთეს. სატელეფონო კომენტარში, საკრებულოს წევრმა, მაია ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგი მისთვის მიუღებელია, მიუხედავად იმისა რომ საქმე ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტს ეხება. მამუკა ხორავას თქმით, არა მხოლოდ გაბუნიას, არამედ ნებისმიერი მედია საშუალების მხრიდან არაკორექტული საუბარი დაუშვებელია.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის შეფასებას, დარეჯან ცხვიტარია აცხადებს, რომ გიორგი გაბუნია ქვეყნის პატრიოტია, რომელსაც რუსეთის მომხრები აუჯანყდნენ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, რუსეთის პრეზიდენტს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

მსგავსი სტატიები