სიახლე 

დღეს ფოთში პეტრე პავლობის დღესასწაული აღნიშნეს 12 07 19


მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს.

წმ. პეტრეს და პავლეს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. ქრისტეს მოწაფეთა შორის მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საზეიმო ლიტ​ურღია ფოთის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

წმ. მოციქული პეტრე წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მიწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმ. პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს.

წმ. მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმ. მოციქულმა სიცოცხლე თავის კვეთით დაასრულა.

პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა. მარხვა წელს 24 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდა.

მსგავსი სტატიები