სიახლე 

ფოთში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების სააგენტო გრინვეი მუშაობას იწყებს 12 07 19


ფოთში სს ,,გრინვეი საქართველო“- ს საზაფხულო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად „გრინვეი საქართველოს” ფოთის ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს ესტუმრა. ისინი სამუშაო პროცესს გაეცნენ და საქართველოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობა შეაფასეს. სს „გრინვეი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ებიტაშვილმა,, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ზაფხულის კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა გააცნო. მისი თქმით, სს „გრინვეი საქართველო“ 16 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ორთვიან უფასო სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. ინტენსიური გადამზადების ფარგლებში სტაჟიორები ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს შეისწავლიან. კომპანიამ დარგის განვითარებაში უკვე განახორციელა 53 მლ. ლარის ინვესტიცია და შექმნა 370 სამუშაო ადგილი.

მსგავსი სტატიები