სიახლე 

ფოთში „ძალადობის ჯაჭვი“ – პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 12 07 19


კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”-ის მობილიზატორი იამზე გორგოტაძე დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე აქტიურ და წარმატებულ ქალბატონებს შეხვდა. შედგა გამარჯვებული პროექტის – “ძალადობის ჯაჭვი” პრეზენტაცია და პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ქალთა კლუბი, რომლის მიზანი ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, ძალადობის დაფარული ფორმების პრევენცია, საკითხის ადვოკატირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს და შედგება 14 აქტივობისაგან. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ორგანიზაცია “BROT” -ის მიერ.

მსგავსი სტატიები