სიახლე 

ფოთში 22 ივლისის ჩათვლით წვიმიანი ამინდი დაფიქსირდება 19 07 19


ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 22 ივლისის ჩათვლით დროგამოშვებით წვიმა დაფიქსირდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27° მიაღწევს.

20 ივლისს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11მ/წმ სიჩქარით იქროლებს. დღე-ღამის განმავლობაში ცვალებადი მოღრუბლულობა დაფიქსირდება, მოსალოდნელია დღის მეორე ნახევარში და ღამით დრო გამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +23° +25 °; ღამით კი + 21 ° + 23 ° იქნება.

21 ივლისს დასავლეთის ქარია მოსალოდნელი, რომელიც 5-10მ/წ სიჩქარით დაქროლავს. დღე-ღამის განმავლობაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23° +25°, ხოლო ღამით +22° +24° დაფიქსირდება.

22 ივლისს ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს 7-12 მ/წ სიჩქარით. დღე-ღამის განმავლობაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23° +25°, ხოლო ღამით +22° +24° დაფიქსირდება.

მსგავსი სტატიები