სიახლე 

ფოთი „კეფალის ფესტივალისთვის“ ემზადება 26 07 19


ფოთი „კეფალის ფესტივალისთვის“ ემზადება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში, მარათონი და პლაჟის თამაშები, ასევე დღის ბოლოს საზეიმო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებები ერთდროულად სამ ლოკაციაზე: ცენტრალურ პარკში, „ოქროს ტბაზე“ და მალთაყვის სანაპიროზე გაიმართება. უკვე მიმდინარეობს სამი ფოტოკონკურსი: „ჩემი შუქურა“, „მე და ჩემი ოჯახი“ და „ჩემი ბაღი სახლის წინ“. როგორც, „კეფალის ფესტივალის“ დამფუძნებელმა, ნანა ტაბიძემ განაცხადა, ეს იქნება აქტიური დასვენების დღე, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ჩართვა, ამასთან მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება. ასევე ფესტივალის მთავარი ღონისძიება იქნება, საქართველოში ერთადერთი საქალაქო მასშტაბის საერთაშორისო თამაში, სახელწოდებით „არგო ქვესტი“. ნანა ტაბიძეს თქმით, ფესტივალის მიზანია ღია ცის ქვეშ ოჯახური დასვენების კულტურის ამაღლება და ტურისტებისთვის სასიამოვნო გარემოში ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. „კეფალის ფესტივალი“, რომელიც ფოთში მეორედ ტარდება, წელს 11 აგვისტოსაა დაგეგმილი. აღნიშნული პოექტი კერძო ინიციატივაა. ის ტურისტული კომპანია „ლინატას“ ორგანიზებით იმართება.

მსგავსი სტატიები