სიახლე 

ფოთში ახალი საქართველოს უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 31 07 19


ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, წიგნის მორიგი პრეზენტაცია გაიმართა. გერმანელი პროფესორის, უდო რაინჰოლდ იეკის ნაშრომი – „ვახტანგ გორგასალი – ქრისტიანი ფილოსოფოსი მეფე“ ქართველი მონარქის შესახებ მოგვითხრობს. ნარკვევი მიზნად ისახავს, მკითხველს, ვახტანგ გორგასლის ქრისტიანულ ფილოსოფიური აზროვნება აჩვენოს, რომელიც ისტორიკოს ჯუანშერის თხზულებას „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ და ქართული სამეფო ქრონიკების „ქართლის ცხოვრებას“ ეყრდნობა.

კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემა, ინგლისურიდან გიორგი ხუროშვილმა თარგმნა, რომლის რედაქტორი მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ლალი ზაქარაძე და თენგიზ ირემაძეა.

უდო რაინჰოლდ იეკი 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. პროფესორი იეკი რამდენიმე წელია მუშაობს.

მსგავსი სტატიები