სიახლე 

საფეხბურთო ტურნირი “ამბროლაურის თასი 2019” დაიწყო 03 08 19


მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ქალაქ ამბროლაურში სტარტი აიღო ნორჩ ფეხბურთელთა ტურნირმა ,,ამბროლაურის თასი 2019″. მასში მონაწილეობას 2004–2005, 2006–2007 წლებში დაბადებული 150 მოზარდი
იღებს . ტურნირის ორგანიზატორია რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია და ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. ტურნირს უძღვება ეროვნული კატეგორიის არბირტრი ბექა ქევანაშვილი. ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მივლენილი ,,მშვიდობის კორპუსის” მოხალისეს რაიან კრონინის მოწვევით, აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად ფოთიდან ჩამოვიდნენ ფოთის სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციისა ცენტრისა და სამაუწყებლო კომპანია “მეცხრე ტალღის“ წარმომადგენლები და მათთან მივლენილი ამერიკელი მოხალისე ბრან ბარინგერი. ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი უკვე 3 წელია შეიქმნა, აქ ფუნქციონირებს პროფესიული ჯგუფები- კერვის, ხეზე მხატვრული მუშაობის, ქარგვის და ტურისტული მიმართულებით, ასევე კომპიუტერული პროგრამებისა და ინგლისური ენის სწავლების კურსები. ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი და ფოთის სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციისა ცენტრი თანამშრომლობას მომავალშიც აპირებენ

მსგავსი სტატიები