სიახლე 

ფოთში საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა შეჭირვებულებს“ ჩამოყალიბდა 10 08 19


ფოთში, დარბაზ სამეფოში საქველმოქმედო ფონდის ,,თანადგომა შეჭირვებულებს’’ პრეზენტაცია შედგა, ფონდის დამაარსებელი ირმა გვალია გახლავთ. ფონდის შექმნა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მყოფი, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. ირმა გვალიას განცხადებით ფონდი დიდი ხანია არსებობს მაგრამ ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარსდგა. ფონდს მხარს უჭერენ ქართველი ემიგრანტებიც. იგეგმება საქველმოქმედო საღამოები ფოთის გარეთაც.
ფონდი ,, თანადგომა შეჭირვებულებს’’ ამჟამად 58 შეჭირვებულ ოჯახს დაეხმარა.

მსგავსი სტატიები