სიახლე 

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს 16 08 19


ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მდ.კაპარჭას და პალიასტომის ტბის ჰიდროლოგიური რეჟიმის აღდგენა, რაც პირველ რიგში კაპარჭას 3700მ. ზოლის გასუფთავებას ითვალისწინებს, ფსკერის ნიშნულის დაყვანა 2-3 მეტრამდე მოხდება. მერიის მშენებლობის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსმა, თემურ თოფურიამ თქვა, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს, როგორც მდ. კაპარჭას წყალგამტარიანობას, შესაბამისად პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას. მდ. კაპარჭაზე მიმდინარე პროცესებს მოქალაქეები დადებითად აფასებენ, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა განმარტა, კაპარჭა სანიტარულ ფუნქციასაც ასრულებს და მისი ამოწმენდა სავალდებულოა, როგორც მდინარის არსებობისთვის, ასევე ქალაქისთვის. სამუშაოებს კომპანია „ინშაათ საქართველო“ ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 1 200 000 ლარს შეადგენს. გაწმენდითი სამუშაოები დეკემბრის თვეში დასრულდება.

მსგავსი სტატიები