ხმაური ფოთის აგრარულ ბაზარში. 28 მარტი, 2018
ხმაური იყო ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე, ერთმანეთს კვლავ ძველი და ახალი ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ამჯერად დავის საგანი საკანალიზაციო მილი გახდა. ნათელა ქირიას განცხადებით მათ არ ეძლევათ საკანალიზაციო მილის არსებულ ჭასთნ მიერთების საშუალება, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია ბინძურდება, შ.პ.ს „ლუკას“ ხელმძღვანელი კი აცხადებს რომ კანალიზაციის სანიაღვრე ქსელთან მიერთება დაუშვებელია .