სიახლე 

ხალი სპეციალობების პრეზენტაცია ფოთის კოლეჯში

საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი,“ 10 აპრილიდან ახალ ავტორიზებულ სპეციალობებზე მიიღებს სწავლის მსურველებს: ფერმერობა მეთევზეობაში, გადამუშავება და ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში, სამივე პროფესია საჭირო და აქტუალურია ქალაქისათვის.ახალი ლაბორატორიებისა და სასწავლო კაბინეტის გახსნას კოლეჯში ფოთისა და ხობის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და გიორგი ფარეშიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სტატიები