ფოთში 2 აპრილს \\
2 აპრილს 15:00 საათზე ფოთის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 2017-2018 გაიმართება. მეორე ეტაპზე გადასულ 72 მოსწავლეს შორის ფოთის „ეტალონ მოსწავლე“ შეირჩევა, რომელიც ავტომატურად ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის მონაწილე გახდება და სხვა მუნიპალიტეტების „ეტალონ მოსწავლეებს’’ შორის ფოთის სახელით იბრძოლებს „საქართველოს ეტალონი მოსწავლის’’ ტიტულისათვის. კონკურსის პირველ ეტაპზე ყველა სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართული. მათ სპეციალური ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად გაიარეს, კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლის შანსი კი ქულების საშუალო მაჩვენებლის გათვალისწინებით მხოლოდ 72 მოსწავლემ მიიღო.

