ფოთში \\\\
მე-2 საჯარო სკოლაში ფოთის „ეტალონ მოსწავლე“ გამოავლინეს, ტიტულის მოპოვებისთვის ერთმანეთს 72 მოსწავლე ეჯიბრებოდა და გამარჯვება მე-15 სკოლის 10 კლასელმა ლევან გორგაძემ მოიპოვა. ის ავტომატურად ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის მონაწილე გახდა და სხვა მუნიციპალიტეტების „ეტალონ მოსწავლეებს“ შორის ფოთის სახელით იბრძოლებს „საქართელოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისათვის. ინტერვიუ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ტრადიციულად 2017-2018 სასწავლო წელსაც მთელი საქართელოს მასშტაბით ტარდება და მასში ყველა სკოლის მე-8, მე-9, მე-10, და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.