ფოთის “კოლხეთი 1913“ 2:0 “სამტრედია“
გუშინ თბილისში ფოთის „კოლხეთი 1913“-მა მეოთხე ტურის მატჩში სკ „სამტრედია“ ანგარიშით 2-0 დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამით გუნდმა საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. წინა მატჩებისაგან განსხვავებით „კოლხეთმა“ შესამჩნევად გამოასწორა თამაშის ხარისხი და ტაქტიკურადაც სწორი და გამართული ფეხბურთი ითამაშა. რამაც მთლიანად განაპირობა გუშინდელ შეხვედრაში ფოთელთა წარმატება. პირველ გოლი კილასონია-მიხალიოვი-გოგბერაშვილის ულამაზესი კომბინაციის შედეგად 53-ე წუთზე გავიდა. რის შემდეგაც 4 წუთში გუნდის დებიუტანტმა, გოგბერაშვილმა დუბლი შეასრულა და საბოლოოდ გადაწონა გამარჯვების სასწორი კოლხთა სასარგებლოდ. სამტრედიის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების გამო „კოლხეთი 1913“ -ის და „სამტრედიას“ შეხვედრა თბილისში გაიმართა