სიახლე 

ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა

25-30 მარტს გაიმართა ოთარ ხომერიკის XVI მემორიალი ჭადრაკში. ასაკობრივ ტურნირებში 9 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის მონაწილეობა მიიღო 80-მდე, ხოლო ღია ტურნირში კი 35 მოჭადრაკემ. ვაჟთა შორის ღია ტურნირში გამარჯვება კახაბერ კიზირიამ მოიპოვა. მეორე გელა ღვამბერია იყო მესამე აგდილზე კი გიორგი სიჭინავა გავიდა : გოგონათა შორის ღია ტურნიტი ანა სანიკიძემ მოიგო. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს კი ლიზი ფოჩხუა და ლიზი სარიშვილი დაეუფლნენ ვეტერანთა შორის საუკეთესო შედეგი გელა ღვამბერიას ჰქონდა. 9 წლის ჭაბუკთა შორის ოქროს მედალს გიორგი კვარაცხელია დაეუფლა, ვერცხლს იოსებ შამათავა, რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, აქ ორმა მოჭადრაკემ თანაბარი ქულები დააგროვეს, მათ დამატებითი მაჩვენებლებიც ერთნაირი აღმოაჩნდათ და ამიტომ ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით ლუკა წურწუმია და დავით ხარშილაძე ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ 9 წლის გოგოთა შორის პირველობა არავის დაუთმო ბარბარე კულუამ, მეორე შედეგი მარიამ სოლომონიძემ აჩვენა, მესამე კი – ლიზი სარიშვილი იყო. 7 წლის ჭაბუკებს შორის საუკეთსო შედეგი სანდრო ხოფერიამ, მეორე და მესამე შედეგი კი- თამაზ მალანიამ და დაჩი წივწივაძემ აჩვენეს 7 წლის გოგონათა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა მარიკა ბართიამ და გაიმარჯვა, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს კი გვანცა აფხაზავა და ნუნუკა ალანია დაეუფლნენ. საუკეთესნი 6 წლამდე მოჭადრაკეებს შორის კი ელენე მირცხულავა და გეგა ბერაია იყვნენ. ფოთელი მოჭადრაკეები ინტენსიურად ემზადებიან სამეგრელოს ჩემპიონატისთვის , რომელიც 11-14 აპრილს სენაკში იმართება.

მსგავსი სტატიები