მასწავლებლებთან და დირექტორებთან შეხვედრა ფოთში
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სახელით,პროფესიულ გადამზადებასთან დაკავშირებით, მე 3 საჯარო სკოლაში მასწავლებლებთან და დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა თბილისიდან მოწვეული იყვნენ განათლების ექსპერტები საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო საჯარო სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების ინფორმირება მიმდინარე ღონისძიებების, აქტივობების, ახალი რესურსებისა და შესაძლებლობების შესახებ; მათი დაინტერესებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფა პროფესიული განვითარების ტრენინგებში. „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის” მიზანია ხელი შეუწყოს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაუმჯობესებას საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში, ასევე სკოლების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ამ მიზნით პროგრამის ფარგლებში 2016-2019 წლებში გადამზადდება ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის VII-XII კლასების ყველა მოქმედი მასწავლებელი, აგრეთვე, ყველა საჯარო სკოლის დირექტორი და სკოლის ბაზაზე პროექტის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი.

