ფოთში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. I ეტაპი 10 აპრილიდან – 27 აპრილის ჩათვლით მიმდინასრეობს. რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლაში. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში; I ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში, 2018 წლის 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით. II ეტაპია საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია რომელიც გაგრძელდება 8 მაისიდან – 8 ივნისის ჩათვლით. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე. II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.