ფოთელო მოკრივეების წარმატება
12-დან 15 აპრილის ჩათვლით ზესტაფონში გაიმართა მოსწავლეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი კრივში. მასში მონაწილეობას საქართველოს 35 ქალაქიდან , 2004-2005 წლებში დაბადებული 185 მოკრივე იღებდა. ფოთის ზურაბ სასანიას სახელობის კლუბ „ლიდერიდან“ ჩემპიონატში ოთხი მოკრივე იღებდა მონაწილეობას. მათგან სამი ფინალში გადავიდა. ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა საბა ტყებუჩავასთვის, რომელიც, 44,5 კგ წონით კატეგორიში იბრძოდა, მან ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე ოქროს მედალოსანი გახდა ირაკლი ჯანელიძე 65 კგ წონით კატეგორიაში. 38,5 წონით კატეგორიაში მეორეადგილი და ვერცხლის მედალი ლუკა ბასარიამ მოიპოვა.

