სიახლე 

ფოთში არჩილ ხორავას 90 წლის იუბილე აღნიშნეს

„ფოთის დღეები-2018“-ის ერთ-ერთ შთამბეჭდავ იქცა ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში გამართული კონცერტი, რომელიც გამოჩენილი ქართველი ლოტბარის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის არჩილ ხორავას 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. საღამოს დაწყებამდე საზოგადოება დიდი ინტერესით გაეცნო ღვაწლმოსილი ხელოვანის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ფოტოგამოფენას. არჩილ ხორავას მდიდარ შემოქმედებით მემკვიდრეობასა და მრავალწლიან ნაყოფიერ მოღვაწეობაზე  ისაუბრა სასწავლებლის დირექტორმა ლია ეჯიბიამ, ჩინებული შესრულებით გამოვიდასასწავლებლის შერეული გუნდი ეთერ დანელიასა და მაია წირღვავას ხელმძღვანელობით , ასევე ხალხურ საკრავთა ფოლკლორული ანსამბლი “პირიმზე“ გია გურგენაძის ხელმძღვანელობით, რომლებმაც კომპოზიტორ რუსუდან ხორავას ნაწარმოებები შეასრულეს, ასევე ქალბატონ რუსუდანის სიმღერა ააჟღერა ქალთა ტრიომ, ხოლო ნორჩმა პიანისტმა, საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსების ლაურეატმა ლიკა ცაავამ ჩვეული ხიბლით შეასრულა რუსუდან ხორავას საფორტეპიანო ნაწარმოები „ელეგია“, რომელიც მამის ხსოვნას ეძღვნება, შესრულდა სალოტბარო სკოლის ბავშვთა გუნდის ფოლკლორული სიმღერა, იროდი ტიკარაძის ხელმძღვანელობით. 

მსგავსი სტატიები