სიახლე 

ფოთის საკრებულოს წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან

მე- 6 საჯარო სკოლაში ფოთის საკრებულოს წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. სადაც ნაბადის უბნის  სხვა და სხვა პრობლემები განიხილეს.  ამავე უბნის მაჟორიტარებმა სამსონ კუტალიამ და მალხაზ ფოჩხუამ მოსახლეობას  ის გეგმები გააცნეს, რომლებსაც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს

შეხვდერაზე  მწვავედ დაისვა რამაზი ბებიას საკითხი, რომელიც 7 წელია ლოგინსაა მიჯაჭვული. დედამისის დალი მესის განცხადებით ავადმყოფს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რის საშუალებაც შეჭირვებულ ოჯახს არ გააჩნია. მათ სოციალური დახმარებაც კი მოუხსნეს იმის გამო რომ ბუნებრივი აირი შეიყვანეს. დალი მესხმა თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან სტატუსის დასაბრუნებლად  კომისიის  ხელახალი მოწვევის და მათი პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარების დაპირება მიიღო,

საკრებულოს წევრებმა მე-5 საჯარო სკოლაში გადაინაცვლეს, სადაც კუნძულის უბნის მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდებიან

მსგავსი სტატიები