მოსწავლეთა ლიტერეტურული კონკურსი ფოთში
17 აპრილს ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსის „ჩვენი ენა ქართული“ იმპროვიზეული ტური გაიმართა, რომელშიც საჯარო სკოლების 30-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსანტებმა წინასწარ მოუმზადებლად საინტერესო ჩანახატები შექმნეს.
ამისათვის, მიცემული სათაურების შესაბამისად უნდა მოახდინათ ძირითადი იდეის ფორმულირება, გადმოეცათ თავიანთი აზრი, პოზიცია და თემასთან დაკავშირებით ადგილზე იმპროვიზირებულად უნდა შეექმნათ მცირე მოცულობის ლიტერატურული ტექსტი.
კონკურსის მიზანი ქართული ენის მნიშვნელობისა და სიდიადის გაცნობიერება, მისი სიწმინდის დაცვა, შემოქმედებიოთი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების შესაძლებლობების გამოვლენა და წახალისება იყო.
ნაშრომები შეფასდა 10ქულიანი სისტემით. შეფასების კრიტერიუმი იყო:
დავალების პირობის ადეკვატური გეგმა და გააზრება
შემოქმედებითობა და ორიგინალურობა
ენობრივი გამართულობა
ჟურიმ გამარჯვებულად ცნო მე2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიგი სალია, მე3 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ წოწონავა, მე5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკატერინე კვახაძე და მარიამ ბოლქვაძე, ასევე „გიმნაზიის“ მოსწავლე ლუკა გოგმიჩიძე.
გამარჯვებულები ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში დაჯილდოვდებიან