სიახლე 

ფოთის საკრებულო მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, მალთყვის უბნის მაჟორიტარები თორნიკე კირთაძე, ბექა ვაჭარაძე, ზვიად დგებუაძე და საკრებულოს წევრები მე-7 საჯარო სკოლის დარბაზში მალთაყვის უბნის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრისას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ინფრასტრუქტურული პროექტების დეტალები, სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები გააცნეს. ბექა ვაჭარაძე მოსახლეობას დაწვრილებით იმ გეგმებზე ესაუბრა რომელსაც მალთაყვის სანაპიროზე ბულვარის მშენებლობას უკავშირდება.შემდგომ საკრებულოს წევრებმა ბიბლიოთეკის დარბაზში გადაინაცვლეს და მაჟორიტარებთან დავით კვიციანთან და ოლეგ ნაჭყებიასთან ერთად ცენტრის უბნის მოსახლეობას შეხვდნენ როგორც საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, ისინი აქტიურად გააგრძელებენ მოსახლეობასთან პირდაპირ კონტაქტს და მზად არიან მოისმინონ თითოეული მოქალაქის აზრი და წუხილი, დაეხმარონ მათ პრობლემების მოგვარებაში. საკრებულოს წევრებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს. საკრებულოს წევრები მსგავსი თემატიკის შეხვედრებს ქალაქის სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლებთან პერიოდულად განახორციელებენ.

მსგავსი სტატიები