ფოთის თეატრი ქუთაისს სტუმრობდა
21 აპრილს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრმა ქუთაისის თეატრის სცენაზე საგასტროლო სპექტაკლი ითამაშა. ჩვენება თეატრალური კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. დასმა მაყურებელს სპექტაკლი „მკვდარი ქალაქები“ წარუდგინა. სპექტაკლი დავით ხორბალაძის პიესის მიხედვით, მიხეილ ჩარკვიანის რეჟისორობით დაიდგა. და მასში ფოთის თატრის 5 მსახიობი მონაწილეობს საგასტროლო ჩვენებამ სრული ანშლაგით ჩაიარა.