ხობში ბილიარდში ტურნირი დასრულდა
ხობში დასრულდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში. შეჯიბრი კლუბ „მიხეილში“ გაიმართა. მომავალ წელს ხობმა შესაძლოა ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლოს.