სიახლე 

აფეთქება გაზგასამართ სადგურზე

გუშინ გვიან ღამით აფეთქება მოხდა მე-7 კილომეტრზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე. აფეთქების შედეგად სხეულის დამწვრობა მიღო გაზგასამართი სადგურის ერთმა თანამშრომელმა. ოპელის მარკის ავტომანქანა კი მთლიანად დაიწვა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო ავტომანქანა გზის პირას მდებარე თხრილში ჩავარდა. შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიცია. 

მსგავსი სტატიები