ფოთის ,,პარკი-არენა“-ზე მორიგი მატჩი გაიმართა , სადაც ფოთის ,,კოლხი რაინდები“ ჭაბუკთა ,,ბ“ ლიგის ,,ოქროს ჯგუფი“-ს მესამე ტურის მატჩში თბილისის აკადემიას დაუპისპირდა. მატჩის დებიუტშივე თბილისელები სწრაფი ლელოთი 5:0, დაწინაურდნენ,,კოლხი რაინდები“-ს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბიჭები არ შედრკნენ და პირველივე ტაიმში რატი ბერაიასა და გელა ხელაძის გარდასახული ლელოებით 14:5 დაწინაურდნენ. მატჩი მეორენახევარმა კიდევ უფრო საინტერესოდ ჩაიარა, თამაში 14:8 ფოთელთა გამარჯვებით დასრულდა. თამაშის შედეგად დაზიანდა თბილისის აკადემიის 2 მორაგბე, რომელთაც ადგილზე გაეწიათ პირველადი დახმარება.
3 ტურის შემდეგ 2 გამარჯვებითა და 1 მარცხით, გათამაშებაში ,,კოლხი-რაინდები“ მე-3 ადგილს იკავებს.
Არაჩვეულებრივი თანამშრომლობის, არაჩვეულებრივი პროექტების, არაჩვეულებრივი ხალხის არაჩვეულებრივი გამოფენა – ანუ პასუხი იმაზე, რა გააკეთეს ქართველებმა ამერიკელ...