სიახლე 

“ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ „InPort STEM ის“ მე 3 ეტაპი დასრულდა 1 10 19

დღეს, “ეიპიემ ტერმინალს ფოთში” პროფესიული განვითარების პროგრამა „ინპორტ სტრიმის“ მესამე ნაკადის, სამთვიანი პრაქტიკული სწავლების კურსი დასრულდა. ერთკვირიანი თეორიული სწავლების და კომპანიის გაცნობის შემდეგ, ახალგაზრდა მონაწილეებმა პრაქტიკული სტაჟირება, თავიანთი პროფილიდან გამომდინარე, შესაბამის დეპარტამენტებში გაიარეს. მათ, ასევე შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ფოთის საზღვაო ნავსადგური, ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული. ამ ხრივ კი, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, როგორც მონაწილე მამაკაცებს, ასევე გოგონებს, ისეთი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა შესთვაზეს, როგორიც არის ამწის ოპერატორი, ელექტრიკოსი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა “ინპორტი”, ფოთის პორტში პირველად 2017 წელს დაიწყო, მასში 36-მა კონკურსანტმა გაიარა სტაჟრება, მათ შორის 16 კადრი კომპანიაში დასაქმდა.

მსგავსი სტატიები