სიახლე 

ფოთში პოეზიის ფესტივალი “პონტოს ბრამეა” ჩატარდა 01 10 19

ფოთში პოეზიის ფესტივალი ,,პონტოს ბრამეა” და ტურნირი თევზჭერაში – ,,ოქროს ლოქო- 2019″ საქართველოს მწერალთა კავშირის ფოთის განყოფილების ორგანიზებით ტელეკომპანია მე-9 ტალღის და ფონდი ,,ქველმოქმედი -2015“ მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ მთელი საქართველოდან ჩამოსული მწერლები და პოეტები საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, — პოეტი ლაშა გვასალია ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიით, ხოლო მწერალი ჭაბუკი ქოიავა ნიკო ლორთქიფანიძის პრემიით დააჯილდოვა. ფესტივალის პარალელურად რიონის ხიდზე ტარდებოდა ტურნირი ,,ოქროს ლოქოს მოსაპოვებლად. რომელშიც 20-მდე მეთევზე მონაწილეობდა. მთავარი პრიზი მხატვარმა ბორის პაპასქუამ დაამზადა. საღამოზე ლექსების გარდა შესრულდა მუსიკალურ და ქორეოგრაფიული ნომრები. საღამოს საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო მე-8 საჯრო სკოლის ლიტერატურული სალონ ,,კესანეს” წევრები, პედაგოგები და მოსწავლეები. საღამოს კი უძღვებოდნენ ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ნინო სიჭინავა და თედო გოგენია. აჭარის ლიტერატურულ ჟურნალ ,,ზღვაურის” რედაქტორმა პოეტმა ბელა ქებურიამ ფასიანი საჩუქრებით და საინტერესო წიგნებით დააჯილდოვა მე-8 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა. ფესტივალი საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებდა და პოეტების, მწერლებისა და სახალხო მთქმელების მიერ მოწოდებული წიგნები, სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადაეცემათ.

მსგავსი სტატიები