სიახლე 

ფოთში ევროპის დღეები აღინიშნა 07 10 1

ფოთში ევროპის მემკვიდრეობის დღეები მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში , საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში „საუბრები ლიტერატურაზე“გაიმართა, სადაც საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებული სალონი „გულის სამელნეს“ ახალგაზრდა მკითხველებმა მსმენელს საყვარელი ევროპელი ავტორების ნაწარმოებები წარმოუდგინეს, საგანმანათლებლო-ლიტერატურული მიუზიკლი სახელწოდებით „ ძველი ზღაპრების ახალი სიცოცხლე“. მეშვიდე საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ევროპელი და ქართველი მეზღაპრეები გააცოცხლეს. ნიკო ნიკოლაძის კოშკში ევროპული ქორეოგრაფიული ხელოვნების საუკეთესო ნაწარმოებების პრეზენტაცია თანამედროვე ცეკვის მკვლევარის, ხათუნა მზარელუას მიერ და ფრანგი ქორეოგრაფის ანჟელენ პრელჟოკაჟის ახალი ბალეტის ,,ფრესკა” ექსკლუზიური ვიდეოჩვენება მოეწყო. ევროპის მემკვიდრეობის დღეების” ჩატარების ინიციატივა ჯერ კიდევ 1985 წელს გაჩნდა, დღის ხოლო 1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის სახე მიიღო, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა.

მსგავსი სტატიები