სიახლე 

ინფრასტრუქტურული პროექტების წარდგენა ფოთში 10 10 19

ქალაქ ფოთის მერის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე თოფურიამ, ფოთის თეატრში ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. სადაც განხილული იყო: კუნძულის სანაპირო ზოლის მოწყობა, რიონის არხის ამოწმენდა, კოსტავას ქუჩის ტროტუარების კეთილმოწყობა, ასევე აკაკის და წმ. გიორგის ქუჩების შემაერთებელი გზებისა და ჭავჭავაძის, თავდადებულის, თამარ მეფის და ბერდიანსკის ქუჩების ასფალტირება. შეხვედრის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ მოსახლეობას მიმართა, ქალაქში არსებულ პრობლემებს გაეცნო და მათი მოგვარების გზები განიხილა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსახლეობასთან ერთად მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები