სიახლე 

სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ახალ გადაცემას იწყებს 11 10 19

პარასკევს 11 ოქტომბერს 20:00 საათზე სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში ახალი გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავა. ჩვენი ეთერი, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადებულ გადაცემებს დაეთმობა, სადაც მოწვეულ სტუმრებთან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაზე გაიმართება დისკუსია. პროექტს საქართველოში ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი ახორციელებს. პროექტის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია. მათი საზოგადოებასთან დაახლოება და აქტიური პირების წარმოჩენა.

მსგავსი სტატიები