ლეგენდარული მოჭადრაკის ნანა ალექსანდრიას 70 წლის იუბილე 15 10 2019
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ლეგენდარულ ქართველ ქალ მოჭადრაკეთა გუნდის წევრის, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის, ნანა ალექსანდრიას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა!
ნანა ალექსანდრიამ, როგორც საჭადრაკო მოღვაწემ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჭადრაკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. 1971 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლას. 16 წელი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაში ქალთა ჭადრაკის კომისიას ხელმძღვანელობდა. იყო, ევროსაბჭოში საქართველოს ეროვნული ელჩი სპორტში, ტოლერანტობასა და სამართლიან თამაშში. მისი მოღვაწეობის შედეგია ქალთა საჭადრაკო ოსკარის შემოღება, გოგონათა ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატების და ევროპის ქალთა საკლუბო თასის შემოღება.
ნანა ალექსანდრიამ მისასალმებელ სიტყვაში,სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და საჭადრაკო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ისტორიები.გაიხსენა
იუბილარს მიესალმნენ, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი ნანა იოსლეიანი, ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და სხვა სტუმრები. ფოთელების სახელით ლეგენდარულ მოჭადრაკეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა, თენგიზ ხუხიამ იუბილე მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
საიუბილეო საღამოზე, ნანა ალექსანდრიას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალ – „ნანა ალექსანდრიას თასი“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.საუბრის დასასრულიდაწერეთ შეტყობინება…