სიახლე 

ფოთის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა 22 10 19

ტაშკენტში მიმდინარე ჭაბუკებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობა სამბოში, 65კგ. წონით კატეგორიაში, ელიზბარ თურქია ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალურ ორთაბრძოლაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი, გამოცდილი მოჭიდავე, მსოფლიო და ევროპის პრიზიორი აბულმუსლიმ მახდიევი დაამარცხა. კვიპროსში კი საერთაშორისო რეგატაში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, ქართველებმა 6 ოქროს , 6 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს .წარმატებით იასპარეზა ფოთელმა მურმან მალანიამ, მან 200მ დისტანციაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლი კი გია გაბედავას ერგო. დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფოთელ სპორტსმენებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია შეხვდა მათ გამარჯვება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ასევე მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.



მსგავსი სტატიები