ფოთში, „პარკი არენაზე“ სტარტი აიღო სპორტის დამსახურებული მუშაკის, საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ყოფილი კაპიტნის, პეტრე ზამბახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილმა რეგიონალურმა საფეხბურთო ტურნირმა. მასში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. შარშანდელის მსგავსად წელსაც ფოთს სენაკის, აბაშის, ზუგდიდის, ლანჩხუთის, სამტრედიის, ხობის და ოზურგეთის საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლები ეწვივნენ. მონაწილეები 2 ქვეჯგუფად არიან გაყოფილნი, საიდანაც გასული გუნდები ერთმანეთს ნახევარფინალებში კვლავ „პარკი არენაზე“ დაუპირისპირდებიან, რაც შეეხება ფინალურ ეტაპს, ის 27 ოქტომბერს ფოთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. გამარჯვებული გუნდებისთვის ფულადი პრემიები, 2000, 1500 და 1000 ლარის ოდენობით პეტრე ზამბახიძის ოჯახმა დააწესა.
დღეს ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა, წამყვანმა დამსწრეებს პეტრე ზამბახიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, შემდგომ მონაწილეებს მიესალმნენ ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. პეტრე ზამბახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რეგიონალური საფეხბურთო ტურნირი მეორე წელია იმართება და ორგანიზატორთა განცხადებით მომავალშიც გაგრძელდება.
Არაჩვეულებრივი თანამშრომლობის, არაჩვეულებრივი პროექტების, არაჩვეულებრივი ხალხის არაჩვეულებრივი გამოფენა – ანუ პასუხი იმაზე, რა გააკეთეს ქართველებმა ამერიკელ...