ფოთში საჭადრაკო ფესტივალი “შემოდგომა 2019” დასრულდა
საჭადრაკო კლუბ ,,ნანას“ სატურნირო დარბაზში დასრულდა საჭადრაკო ფესტივალი ,, ,,შემოდგომა-2019“ რომლის მიზანი პერსპექტიულ მოჭადრაკეთა გამოვლენა და ჭადრაკის პოპულარიზაციაა. ტურნირი 7ტურად შვეიცარული სისტემით ჩატარდა.
8წლის გოგონათა შორის სალომე ლემონჯავამ და მარიკა ბართაიამ 6-6ქულა დააგროვეს თუმცა ურთიერთშეხვეედრის გათვალისწინებით 1 ადგილი სალომე ლემონჯავას ერგო. 3საპრიზო ადგილზე ნუნუკა ალანია გავიდა.
8წლის ჭაბუკთა შორის ქულათა მაქსიმუმით პირველობა გიორგი ფხაკაძემ მოიპოვა. მეორე ნიკოლოზ ფაცია იყო ხოლო მესამე ადგილი კი ზუგდიდელმა მამუკა ბოკუჩავამ დაიკავა.
გოგონათა ღია ტურნირში 7დან 7ქულით საუკეთესო ანა სანიკიძე გახდა. ვერცხლის მედალი ლიზი სარიშვილმა მოიპოვა. ბრინჯაო კი ბარბარე კულუამ. რაც შეეხება ჭაბუკთა ღია ტურნირს აქაც ორმა მოჭდრაკემ თანაბარი ქულა დააგროვა დამატებითი მაჩვენებლით პირველობა ალექსანდრე გარუჩავას ერგო ხოლო ლუკა წურწუმია მეორე ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილი გიორგი კვარაცხელიამ დაიკავა.
გამარჯვებული მოჭადრაკეები სიგელებით მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ.