სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანა“-ს მორიგი წარმატება 05 11 19

დასავლეთ ზონის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მე-7 ტურში, ფოთის საჭადრაკო კლუბმა “ნანა”-მ ორივე მატჩი მშრალი ანგარიშით 8 : 0 მოუგო ამბროლაურის საჭადრაკო კლუბს და კიდევ უფრო განიმტკიცა მდგომარეობა ლიდერთა შორის. ფოთის საჭადრაკო კლუბმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა : გოჩა ჩაჩუა, გიორგი გამზარდია, ელენე წოწონავა, აკაკი ყალიჩავა, თეიმურაზ კვიკვინია, კახაბერ კიზირია, ანა სანიკიძე, გიორგი კვარაცხელია, ლუკა წურწუმია, ალექსანდრე გარუჩავა და გაგა გვასალია.

მსგავსი სტატიები