გავრცელებული ინფორმაციით ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია სამართალდამცველებმა დააკავეს. მასთან ერთად დაკავებული არიან მერის ყოფილი მოადგილეები, ლევან ჩოჩია და ნიკოლოზ გრიგოლია.ასევე მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ზურაბ ყურუა. “გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში – საანგარიშსწორებო დოკუმენტებში შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც, ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი.
მსგავსი სტატიები
-
როგორია ეუკარბონის მოქმედების მექანიზმი და რა უნდა ვიცოდეთ მასზე?
ცხოვრების თანამედროვე სტილმა მრავალი დაავადების წარმოშობა თუ გახშირება გამოიწვია. ერთ-ერთი მათგანია ყაბზობა, იგივე შეკრულობა, რომელსაც 21-ე... -
ექსპრეს ლომბარდი ფოთშია – რატომ უნდა აირჩიოთ მისი მომსახურება?
ლომბარდის შერჩევაზე შეგიძლიათ აღარ იდარდოთ, რადგან ექსპრეს ლომბარდი ფოთშია (ფარნავაზ მეფის ქ.N5) მის ფილიალებში მიიღებთ ყველა... -
,,პოლიტიკა აღარ არსებობს და რაც არ არსებობს იქ ყოფნა არ მინდა”
კვლევები ადასტურებს, რომ ქალ პოლტიკოსებზე ხშირი და დაუსრულებელი თავდასხმების გამო, რისი ნაწილიცაა გენდერული დეზინფორმაციაც, პოლიტიკას ქალები...