ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულებს: ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა , ხოლო ამავე საქმეში ბრალდებულ 7 პირს კი გირაო შეუფარდა.
ირაკლი კაკულიას ადვოკატის განცხადებით, მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა. იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს მან 170 ათასი ლარი აიღო, არ არსებობს მტკიცებულება. მისივე თქმით, ერთადერთი რაზეც მას ედავებიან არის ის , რომ 4 მილიონიანი ტენდერიდან 18 ათასი ლარის ზიანი მიაყენა სახელმწიფოს.
ფოთელების შეფასება მაღალი თანამდებობების პირთა დაკავების შესახებ არაერთგვაროვანია, თუმცა მოქალაქეთა უმეტესობა აზრის კამერასთან დაფიქსირებას ერიდება.
შეგახსენებთ რომ ორი დღის წინ დაკავებულ 4 პიროვნებასთან ერთად ბრალი კიდევ 7-ს წაეყენა და მათ გირაო შეეფარდათ. გირაოს თანხები კი ასე განისაზღვრა: რაინდი შეროზია – 8000 ლარი, თეიმურაზ ლატარია – 25 000 ლარი, გიორგი ჟვანია – 45 000 ლარი, ჯაბა არდია – 15 000 ლარი, ზურაბ ჯამბურია – 45 000 ლარი, გურამ მონიავა – 45 000 ლარი, გივი ბადაშვილი – 15 000 ლარი.
რა არის ხარისხის ინფრასტრუქტურა ხარისხის ინფრასტრუქტურა (Quality Infrastructure) გულისხმობს ინსტიტუციების, პროცედურების, სტანდარტებისა და ორგანიზაციათა ერთობლიობას, რომელიც...
ციტოლესი ანტიდეპრესანტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფში შემავალი პრეპარატია, რომელიც ტაბლეტებისა და წვეთების ფორმით იწარმოება. მისი აქტიური ნივთიერება ესციტალოპრამია,...
„თეგეტა აკადემიამ“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მიღება გამოაცხადა. პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორისა დასაკონტეინერო და...