სიახლე 

ეს ქვეყანა შენია – გადაცემა 2 (შეფასება) 11 11 19

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ პირდაპირ ეთერში, პროექტის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთნ ერთად რიგით მეორე გადაცემა მომზადდა. სტუდიის სტუმრები იყვნენ: ფონდ „ბილივის“ პროექტების მენეჯერი, გვანცა გვაძაბია; ფონდ „ქველმოქმედი 2015“-ის დამფუძნებელი ია გორგოტაძე და „პროექტ ახალგაზრდების იდეა ფოთს“ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, შაკო სარდალიშვილი. მათ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების საკითხებზე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა მოახდინონ მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში და მისცენ საშუალება განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში. ეს ქვეყანა შენია, გაიზიარე პასუხისმგებლობა დღეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

მსგავსი სტატიები