სიახლე 

ფოთის თეატრის მორიგი წარმატება ინდოეთში 13 11 19

ინდოეთში ქალაქ პუნაში . ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი უცხოური მაყურებელისა და პროფესიული საზოგადოების წინაშე თოჯინური სპექტაკლით ,,ფიროსმანი” წარდგა. თოჯინურ სპექტაკლში გაცოცხლებულია დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ტრაგიკული ცხოვრების ისტორია, რომელმაც სიცოცხლე სარდაფში დაასრულა. მარტოსული მხატვრის გენია ებრძვის სიდუხჭირეს, უყურადღებობას და იმარჯვებს სიყვარულში, იმ მარადიულ სიყვარულში, რომლის ადგილიც ამ ქვეყანაზე არ არის. სპექტაკლმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

მსგავსი სტატიები