სიახლე 

ფოთში ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყო 13 11 19

შარშან კუნძულის უბნის სანაპიროზე შუქურას მიმდებარედ, მოქალაქეთა საინიატივო ჯგუფის მიერ, ტერიტორია დასუფთავდა და ბავშვებისთვის გასართობი მოედანი მოეწყო. ფოთელების წამოწყებას “აი პი ემ ტერმინალს”-ის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა და მათი ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების სათამაშო მოედნის დამონტაჟება. მოედანი საზეიმოდ გაიხსნა, ორგანიზატორებმა ბავშვებს ფერადი საჰაერო ბუშტები და ტკბილეული დაურიგეს, ბოლოს კი სადღესაასწაულო ტორტიც დააგემოვნეს. მოქალაქეები სხვა ორგანიზაციებსაც მოუწოდებენ შეუერთდნენ ფოთის ნავსადგურის ინიციატივას და თავიანთი წვლილი შეიტანონ მოზარდებისთვის გართობის და დასვენების უსაფრთხო პირობების შექმნაში

მსგავსი სტატიები