სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ტურნირი გაიმართა 18 11 19

16-17 ნოემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა საკვალიფიკაციო ტურნირი III, IV და V თანრიგზე. ტურნირში მონაწილეობდა ფოთის, ოზურგეთის, სენაკის, ხობის, ჩხოროწყუს 100-მდე მოჭადრაკე. V თანრიგი 17 მოჭადრაკემ შეასრულა, IV თანრიგი 4 მოჭადრაკემ შეასრულა, ხოლო III თანრიგი კი მხოლოდ ერთმა მოჭადრაკემ – გაგა გვასალიამ. 16 ნოემბერს საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის დასავლეთ ზონის პირველ ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა ფოთის საჭადრაკო კლუბმა გასვლით მატჩში ბაღდათის საჭადრაკო კლუბთან. ფოთელმა მოჭადრაკეებმა მატჩის პირველი ტური 5 : 3 მოიგეს, ხოლო მეორე ტურში კი დიდი ანგარიშით 6,5 : 1,5. ამ გამარჯვებით საჭადრაკო კლუბმა “ნანამ” ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, გაინაღდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა გაიმართება თბილისში 17-20 დეკემბერს.

მსგავსი სტატიები