სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომა 18 11 19

დღეს ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულომ პირველ საკითხად მიიღო განკარგულება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის პროექტის განხილვისა და დამტკიცების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, შესაბამისად ქალაქ ფოთის მერს დაევალა ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის პროექტის საჯარო განხილვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართვის და აღნიშნულის საფუძველზე, საბოლოო პროექტის შემუშავების უზრუნველყოფა. მე-2 საკითხად საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს ის გარემოება, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას შეუჩერდა უფლებამოსილება 2019 წლის 10 ნოემბრიდან აღკვეთი ღონისძიებების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, პატიმრობის მოქმედების ვადით. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სულ მიღებულ იქნა 2 განკარგულება.

მსგავსი სტატიები