სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 20 11 2019

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა გამოქვეყნა. მთავარი საკითხი რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, კვლავ ეკონომიკური მდგომარეობა და სამუშაო ადგილებია. კვლევამ ასევე აჩვენა მოსახლეობის მხარდაჭერა პროპორციული საარჩევნო სისტემისადმი. მოსახლეობის 68 პროცენტს პროპორციულის მოთხოვნის შესახებ სმენია და მათგან 78 პროცენტი მას ემხრობა.  „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია, კვლევის მთავარ მიგნებებზე ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელს, სტივენ ნიქს ესაუბრა.  ვაშინგტონში მიმდინარე იმპიჩმენტის მოსმენების კვალდაკვალ, რომელიც შეისწავლის ეცადა თუ არა პრეზიდენტი ტრამპი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და უკრაინას დახმარების სანაცვლოდ, მისი პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ კომპრომატის მოპოვება სთხოვა, აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუს სეპარატისტებთან ბრძოლა გრძელდება. მიმომხილველები ამბობენ, რომ ამერიკის დედაქალში, პოლიტიკური სკანდალის პარალელურად, არ უნდა დაივიწყონ, რომ დღეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დეტალები ჩვენს სიუჟეტში.

ნიუ-იორკის  ერთ-ერთ უბანში საბჭოთა კავშირი კვლავ ცოცხლობს, და იქ რუს რევოლუციონერ ლიდერს, ვლადიმერ ლენინს, პარადოქსურად სწორედ საკუთრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება იცავს.

მსგავსი სტატიები