სიახლე 

დაპირისპირება “ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფოთში 22 11 2019

დღეს ფოთში, ოპოზიციური პარტიის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ბიუროს კარზე ბოქლომის დადება მოითხოვეს, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ოპოზიციას მობილიზებულნი დახვდნენ. აქციაზე, მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალ დამცავებმა მათ შორის კორდონი გააკეთეს, აქტივისტები შენობაში არ შეუშვეს და ბოქლომის დადების საშუალება არმისცეს. დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა, რომ აქციები მანამ გაგრძელდება სანამ ბიუროს კარებს ბოქლომს არ დაადებენ. აქტივისტებმა მერიის ადმინისტრაციული შენობიდან პროკურტურის შენობისაკენ გადაინაცვლეს. რაც შეეხება პროკურატურას, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოქლომი შესასვლელთან სიმბოლურად დატოვეს. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, ისინი თავიანთ მაჟორიტარს იცავდნენ და ბიუროს კარებზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ბოქლომის დადების საშუალებას მომავალშიც არ მისცემენ.

მსგავსი სტატიები