სიახლე 

ფოთში მშობლიურ სკოლაში სამბისტ გივი ნადარეიშვილს საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს 25 11 19

ფოთის მერვე საჯარო სკოლაში სპორტსმენ გივი ნადარეიშვილს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მას კორეაში მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს და სკოლის სახელით საჩუქრები გადასცეს. შეხვედრას გივი ნადარეიშვილის თანაგუნდელი მსოფლიო ჩემპიონი, ჯაბა თურქიაც ესწრებოდა. სპორტსმენებმა აქციის ოგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და სურვილი გამოთქვეს მსგავსი ღონისძიებები ყველა წარმატებული სპორტსმენისთვის განხორციელდეს.

მსგავსი სტატიები