ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერ-მონაზონს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ბრალის წარდგენა ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოხდა, სადაც ის ზუგდიდიდან გუშინ გადაიყვანეს. მამაოს ბრალი წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით. ის ისევ ადასტურებს პირვანდელ ჩვენებას, რომ ჩანთა და ნარკოტიკები, რომელიც ამ ჩანთაში იყო მოთავსებული, ეკუთვნის თავად მას. თავს ცნობს დამნაშავედ, რაც შეეხება აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ის შესაძლოა საპყრობილიდან ხვალ გათავისუფლდეს. ცნობილია, რომ მასთან დაკავშირებით შეფარდებულია გირაო. იმისთვის რომ გათავსუფლდეს საპყრობილიდან, უნდა მოხდეს გირაოს უზრუნველყოფა ქონებით.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი სასულიერო პირი დააკავეს.
რა არის ხარისხის ინფრასტრუქტურა ხარისხის ინფრასტრუქტურა (Quality Infrastructure) გულისხმობს ინსტიტუციების, პროცედურების, სტანდარტებისა და ორგანიზაციათა ერთობლიობას, რომელიც...
ციტოლესი ანტიდეპრესანტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფში შემავალი პრეპარატია, რომელიც ტაბლეტებისა და წვეთების ფორმით იწარმოება. მისი აქტიური ნივთიერება ესციტალოპრამია,...
„თეგეტა აკადემიამ“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მიღება გამოაცხადა. პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორისა დასაკონტეინერო და...