სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 10 12 19

მოგესალმებით, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“ – „ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან თქვენთვის ეკა მაღალდაძე მუშაობს:

„რუსეთს ყველაზე მეტად უკრაინის წარმატების ეშინია. ჩვენ კი უნდა განვაგრძოთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება და დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაცულია“, – ამ კითხვით მიმართა კაპიტოლიუმში შეკრებილი საზოგადოების წევრებს დემოკრატმა სენატორმა ქრის მერფიმ. გასულ კვირას ამერიკის კონგრესში უკრაინის მიმართ ამერიკის სტრატეგიული ინტერესების შესახებ იმსჯელეს.

ასობით ათასი გოგონასთვის ამერიკაში ქორწილის დღე სულაც არ იყო ბედნიერი და საოცნებო. როგორც ირკვევა, ციფრები ბავშვთა ქორწინების შესახებ ამერიკის ზოგიერთ შტატში განსაკუთრებით მაღალია.

„იბერია“ – ასე ჰქვია დისკს, რომელზე მუშაობაც ჩიკაგოში ახლახან დაასრულეს ქართველმა პიანისტმა ალექსანდრე ცომაიამ და ესპანელმა მევიოლინემ, ხაიმე გორგოხომ. კრებულში შედის როგორც ქართული, ისე ესპანური კლასიკური ნაწარმოებები. ახალი ალბომის შესახებ ჩემი კოლეგა, მაია ქვარცხავა გვიამბობს.

დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით „სტუდია ვაშინგტონს“ – „ამერიკის ხმისა“ და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივ პროექტს. ჩვენი გადაცემების ნახვა და სიახლეებისთვის თვალის დევნება შეგიძლიათ ვებგვერდზე amerikiskhma.com
შემოგვიერთდით ფეისბუქის, ინსტაგრამისა და ტვიტერის გვერდებზეც. დროებით.

მსგავსი სტატიები